რეზონანსი
27.02.2020

ზვიად კუპრავა მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს ჰყვება.

„მანქანიდან რომ ჩამოვედი, ორი ბიჭი მოვიდა, ვითომ რაღაცის კითხვა უნდოდათ და შემომასხეს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე და იმის მერე სახეში მირტყეს ფეხები. ცხადია, ეს არის გახარიას და მისი ზონდერ კამანდის მოწყობილი ჩემი აქტივობებისთვის...ეს იყო პასუხი ხელისუფლებისგან, მაგრამ ივანიშვილმა და გახარიამ უნდა იცოდნენ - როგორც კი გამომწერენ, პირველი იქნება ისევ აქცია ან გახარიას უწყებასთან, ან ივანიშვილის უწყებასთან“, - თქვა კუპრავამ.

ზვიად კუპრავა კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

წყარო: „რეპორტ.ჯი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (28.02.2020)
კამეჩთან მოჭიდავე ხარს--რქები არ შერჩებაო--ზვიად კუპრავა--ტყუილა კი არ ბრძანა ქართველმა კაცმა! მოეშვი პოლიტიკას "რა გალაპარაკებს ნეტა, გაჩუმდი იყავი შენთვის" ჯერ კიდევ დაბადებული არ იქნებოდი შენ, მ უ ხ რ ა ნ მაჭავარინმა რომ ბრძანა მ წ ა რ ე გამოცდილების გამო! ახალი ამბავი გვიამბე გგონია? ვალერი გელაშვილი ხომ გახსოვს, რუმბივით გასიებული რომ იყო, კობა დავითაშვილი--რომ დაინვალიდდა? ცოტნე გამსახურდიას გამოსვლა ციხიდან შეადარე ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლას , საწყალი ბიჭი ვერ ჯდებოდა, სულ ფეხზე იდგა ხერხემალ დაზიანებული. შენსას რომ ყვები---პოლიტიკური ქულების ჩაწერის გამო ყ ვ ე ბ ი--მეც ამიტომ გეპასუხები, თორემ ძალადობა რა საკადრისია! მეც ვგმობდი, ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ცემასა და მისიკვდილებას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×