რეზონანსი
27.02.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში დარჩენილი აზერბაიჯანელი მოქალაქეების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს ელოდებიან.

გვიან ღამით, ინფექციური საავადმყოფოს მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა და კლინიკის ტერიტორიზე შესვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით იყო შესაძლებელი.

ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ადამიანების ახლობლებს საავადმყოფოს ეზოში შესვლაც აეკრძალათ. გადაწყვეტილება მკაცრი კონტროლის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში "კოვიდ 19"-ის დაფიქსირების შემდეგ მიიღო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×