რეზონანსი
27.02.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგობარეობაზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,მას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს.

ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 19 ადამიანია მოთავსებული, მათგან 17 გამოკვლეულია კორონავირუსზე, რომელთაგან ერთს დაუდგინდა კორონავირუსი.

„19 ადამიანი წევს ამჟამად, მათგან 17 გამოკვლეულია ახალი კორონავირუსის ინფექციაზე. ერთს დაუდასტურდა. ბუნებრივია, ვისაც დაუდასტურდა, ის დარჩება ჩვენთან. ამ 16-დან სამი, ვინც საჭიროებს მკურნალობას, არა კორონავირუსის გამო, მაგრამ მაინც საჭიროებს მკურნალობას, მათ გრიპი აქვთ, ისინი დარჩებიან ჩვენთან, ხოლო 13 პიროვნება, რომელსაც არც დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია და მათი მდგომარეობა ამჟამად კარგია, მათ არ აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და ინფექციის რაიმე სიმპტომები, ისინი გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში და კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში იქნებიან კარანტინში. ანუ 19-იდან დან 13 პიროვნება გადაყვანილი იქნება კარანტინში, ექვსი დარჩება ჩვენთან. ამ ექვსიდან ერთს დადასტურებული აქვს ინფექცია, სამს არ აქვს კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს, რომ დარჩეს და განაგრძოს მკურნალობა, მათ გრიპი აქვთ. ხოლო ორი ახალი მოსულია და ჯერ გამოკვლეული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი მკურნალობისთვის ქვეყანა და ინფექციური საავადმყოფო მზად არის.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×