რეზონანსი
25.02.2020

(რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ახალი კორონავირუსის გამო მდინარე ენგურზე სანიტარული კონტროლს ამკაცრებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს „საზღვარგარეთ" გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩიეს. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ისაუბრა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია კი აცხადებს, რომ სანიტარული კონტროლი გამკაცრდა ენგურის ხიდზე.

დღესვე ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში მიიღებენ კორონავირუსის ტესტსისტემას, რომელიც რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის სამედიცინო ცენტრშია დამზადებული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×