რეზონანსი
22.02.2020

მსახიობი ზურა ყიფშიძე ადამიანისა და ქვეყნის მომავალზე წუხს და საკუთარ მოსაზრებას ჟურნალისტს უზიარებს:

"ერთმა კორეს­პონდენტმა­ მიკროფონი­ მომაბჯინა სახეზე და მკითხა,­ ბატონო ზურა, როდის დაიწყება წარღვნაო?­ დაწყებული არ არის, თუ თქვენ გგონიათ, დილით დაიწყება და საღამოს დამთავრდება-მეთქი? გრიპიც წარღვნაა, ბომბიც. დედამიწა გაგიჟდა, ისეთ რამეებს ვაკეთებთ ადამიანები. რამაზ ჩხიკვაძის არ იყოს, ვეღარ­ ვიტან სიტყვებს "პოლიტიკა" და "დემოკრატია". დემოკრატიას ამოფარებული­ რამდენია და დემოკრატია, დემოკრატიაო, გაიძახიან...

ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. მინდა ყველას დაუფასდეს შრომა, მშვიდი და სტაბილური ცხოვრება გვქონდეს. ადამიანები ადამიანებს ვგავდეთ, ღმერთის გვწამდეს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" მსახიობმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×