რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) ჩინელი მეცნიერების ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ სასიკვდილო კორონავირუსის გავრცელების წყარო, სავარაუდოდ, გველები არიან. მეცნიერები ამას გენეტიკური ანალიზზე დაყრდნობით ამბობენ. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელების ბოლო ადგილი, სანამ ადამიანებში გავრცელდებოდა, გველებში იყო.

ინფიცირებულები ბაზარზე ყიდულობდნენ ველური ბუნების სხვადასხვა სახეობებს, რომელთა შორის იყვნენ ცოცხალი ფრინველები, ზღვის პროდუქტები, ღამურები და გველები.

მათი ვარაუდით, ვირუსის წყარო, შესაძლოა, სწორედ ასეთი პროდუქტები იყოს.

ვირუსის გავრცელებასთან ერთად სოციალურ ქსელ „ტვიტერში" არაერთი ვიდეო ვრცელდება. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს როგორ ჭამს გოგონა „ღამურის სუპს". ვიდეო ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული.

„გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა კულტურაში ვხვდებით ეგზოტიკურ საკვებს, მაგრამ „ღამურის სუპი"? გასაკვირია, რომ ის ძალიან პოპულალურია ჩინეთში და იქ დელიკატესად მიიჩნევა",- წერს უცხოური გამოცემა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×