რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) ა.ს-მ თქვა, მე დავურეკე კალანდიას და მითხრა გამოვალო. მაგ დროს ავდექი და ზურაბ თოდუას ვუთხარი - ჩემსთვის ეს უკვე საკმარისიათქო, - ამის შესახებ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აკეთებს.

ზაზა სარალიძე სასამართლოში დღეს მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს.

"დღეს იყო მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვა. კალანდიას ჰყავს სამი ადვოკატი და ამ სამიდან ერთს აქვს მარტო არასრუწლოვანისთვის კითხვების დასმის უფლება და ზუსტად ის ავდოკატი, რომელსაც კითხვების დასმის უფლება აქვს, არ იყო პროცესზე. მოსამართლემ დასვა კითხვა - როგორ აპირებდნენ დაკითხვის წარმართვას - და კითხვა არ გვაქვს ჩვენ ა.ს-თანო, კალანდიების დავოკატებმა.

პარალელურად, ვხედავდი, რომ კალანდიას ადვოკატი სუბელიანის ცოლ-შვილს ელაპარაკებოდა ცალკე დაკითხვამდე - სად გაგონილა, განსასჯელის ავდოკატი ელაპარაკებოდეს დაკითხვამდე მოწმეს?

დაიწყო დაკითხვა და ა.ს-მ თქვა, მე დავურეკე კალანდიას და მითხრა გამოვალო - მაგ დროს ავდექი და ზურაბ თოდუას ვუთხარი - ჩემსთვის ეს უკვე საკმარისია, რაც მოვისმინე, აწი თავად არკვიეთ, როგორ არ იყო წინასწარგანზრახვით, როცა შეთანხმებულნი იყვნენ-თქო და გამოვედი, არც კალანდიებისკენ გამიწევია, წამოვედი და მერე ვნახე ტელევიზიით, რომ ყვებიან, გამოიწია და დაპირისპირება მოხდაო.

"მთავარის" ოპერატორი იღებდა მთელს პროცესს, დადოს "მთავარმა" კადრები, გაასაჯაროოს, სად დავუპირისპირდი გვანახონ კალანდიას, ან ჩემმა თანხმლებმა პირმა, როდის უთხრა გარეთ გამოდიო", - აცხადებს ზაზა სარალიძე „ალიასთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×