რეზონანსი
20.01.2020

იტალიაში გრადისკას სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა პოლიციელებმა ცემით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქ" მომხმარებელი ანა ბუიგლიშვილი ავრცელებს.იგი წერს, რომ ბიჭმა მეგობართან დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ ნაცემი იყო.

"გამარჯობა, გუშინ იტალიაში სადეპორტოში ვახო ჯოხაძე პოლიციელებმა ცემით მოკლეს მან მოასწრო დაერეკა მისი მეგობრისთვის და ეთქვა რომ ძალიან ნაცემი იყო 10 კარაბინიელი მუცელში ურტყამდა შემდეგ გვინ ცუდად გამხდარა და სასწრაფოთი გადაუყვანიათ თუმცა ის გარდაიცვალა" - წერს ანა ბუიგლიშვილი.

საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×