სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.01.2020

    პარაგვაის აღმოსავლეთით, ბრაზილიის საზღვართან ახლოს მდებარე ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

    გამოცემის ინფორმაციით, ათობით გაქცეული ბრაზილიის უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების The First Command of the Capital წევრები არიან, რომელიც სან-პაოლოში მოქმედებს და ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობს.

    ციხეში გათხრილი გვირაბი იპოვეს, თუმცა ფიქრობენ, რომ პატიმრებმა ციხე შენობის მთავარი შესასვლელის გამოყენებით დატოვეს, გვირაბი კი კვალის დასაფარად გათხარეს.

    პარაგვაის იუსტიციის მინისტრის სესილია პერეზის განცხადებით, ციხის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლება და დაპატიმრება ელით. მისი თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქცევა დაგეგმილი იყო, ოფიციალურმა პირებმა კი ქრთამის სახით $80 000 დოლარი მიიღეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×