
"ყოველი მეორე ახალგაზრდა ზრდასრული (მილენიალები) უშვებს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი მისი სიცოცხლის განმავლობაში მოხდეს", - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კვლევაში წერია. ინფორმაციას გამოცემა Tages-Anzeiger-ი ავრცელებს.
20-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის 50% შიშობს, რომ მესამე მსოფლიო ომი მათი ცხოვრების განმავლობაში დაიწყება. შვეიცარიელი რესპონდენტები შედარებით პესიმისტები აღმოჩნდნენ - მათ შორის ომს გამოკითხულთა 56% უშვებს", - წერს გამოცემა.
ასევე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 54% ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღი შემდეგი ათწლეულის განმავლობაში იქნება გამოყენებული.
კვლევის ფარგლებში 16 ქვეყნიდან 16000-მდე ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის ომგამოვლილი ახალგაზრდა სირიელები და ავღანელები, ასევე ფრანგი და ბრიტანელი მილენიალები, რომლებსაც ომი არ უნახავთ.
წყარო: "იმედინიუსი"