რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლებისა და მხარდამჭერების აქცია გაიმართა.

აქციაზე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა მსახიობი გიორგი ბახუტაშვილიც.

„თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რა ჯობია, იყო ადამიანი გვერდით, რომელიც საზოგადოებას თავის ცხოვრებით და გადაწყვეტილებებით აძლევს ვაჟკაცობის, პატრიორიზმის და სწორი მოქალაქეობის მაგალითს, თუ იყო იმ ადამინების გვერდით, ვინც რეგიონებიდან ხალხს ეზიდებიან, რომ ალტერნატიული რეალობა შექმნან.

ამ გამოგონილი რეალობის მიღმა, არებობს ნამდვილი რეალობა, სადაც სკოლის მოსწავლეები ხტებიან ფანჯრიდან და ბატონო ვაჟას მსგავსი ადამიანები არიან უკანონო პატიმრობაში, თვეზე მეტია უკვე", - განაცხა გიორგი ბახუტაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. დღეს მისმა ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×