რეზონანსი
14.12.2019

  ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, ცინდაოს მასტერსის გამარჯვებული გახდა.

14 დეკემბერს ლაშა ბექაური (90) ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილს შეხვდა და იპონით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა 8 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სპორტსმენი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ძიუდოისტმა მოგვიანებით სოციალური ქსელიდან პოსტი წაშალა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×