რეზონანსი
11.12.2019

 დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები ისე შიეცვლება, რომ მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიასთან მოლაპარაკება იოლი არ იყო.

„დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს. მგზავრობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და დიდი პრობლემაა გამონაბოლქვი. კომპანიასთან მოლაპარაკება ადვილი არ იყო, მაგრამ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება“, - განაცხადა კალაძემ.

მიკროავტობუსების პარკის განახლება 2020 წლიდან დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×