სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

    საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ნ.ქ. გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.

    ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

    გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხუთი თვის წინ დააკავეს და სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. დედის თქმით, შვილს ტელეფონით ხშირად ესაუბრებოდა და მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემები, რომლის გამოც თავს მოიკლავდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

    გარდაცვლილის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ.

    წყარო: "პირველი არხი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×