სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

      ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

    როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

    „ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს", - აცხადებენ შსს-ში.

    ცნობისთვის, ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც სპორტსმენი ამბობს, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ძუკუ   (08.12.2019)
    ევროპა და ამერიკა რო გინდათ იქ კანონს ემორჩილება ყველა განსაკუთრებით ისჯებიან პოპულარული და ცნობილი სახეები.ვინც არ დაემორჩილა დიდი თანხის სანაცვლოდ გაუშვეს

    status quo   (08.12.2019)
    მსოფლიოს ჩემპიონს თავში არ უნდა აუვარდეს ჩემპიონობა.საცემი იყო და სცემეს,ალბათ.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×