სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

    (რეზონანსი) გურიაში, ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქის „დაბოქლომების" დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯაბა ღლონტი დაშავდა. ამ წუთებში დაშავებული რეანომობილით ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი მდგომარეობა მძიმეა.

    "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ღლონტმა გულის შეტევა მას შემდეგ მიიღო, რაც აქციაზე მისულს "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოდა მიაყენეს.

    ღლონტს ოზურგეთის მედალფას კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს.

    "ევროპული საქართველოს" ადგილობრივმა აქტივისტებმა ოზურგეთის მაჟორიტარის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს "დაბოლქომება" სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებს ბიუროსთან პოლიცია და მობილიზებული "ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს.

    გურიის მოამბე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ეკა   (22.11.2019)
    გამოჯამრთელებას ვუსურვებ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×