სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

    (რეზონანსი) სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს.

    პოლიცია დიასამიძეს სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას ედავება. კერძოდ, დიასამიძე მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისის ტერიტორიაზე სტიკერებს აკრავდა, რისი შეწყვეტისკენაც სამართალდამცავებმა მოუწოდეს.

    „დააკავეს ჩვენი პრესსამსახურის უფროსი, არადა მას იქით დაესხა თავს „ზონდერი". ამდენი სამართალდამცავია და ერთი არ ამბობს, ვინ არის უფროსი, ვის მოვკითხოთ რამე. იმის მაგივრად, რომ თავდასხმისგან დაეცვათ, პირიქით დააკავეს", - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" წევრმა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

    აღსანიშნავია, რომ პარტიის წარმომადგენლებს, მხარდამჭერებთან ერთად მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროზე ბოქლომის დაკიდება სურდათ, თუმცა ამის საშუალება „ქართული ოცნების" აქტივისტებმა არ მისცეს.

    მხარეებს შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. გაერთიანებული ოპოზიცია და საჯარო მოხელეები ერთმანეთს ივანიშვილისა და სააკაშვილის მონებს ეძახდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Kekela   (22.11.2019)
    Tavshi aqvt avardnili .droa cakuzon!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×