რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდიან. მას შემდეგ, რაც სასამართლომ აქციის მონაწილეებს სასჯელის ფორმა განუსაზღვრა, ბრალდებულები რეგიონებში გადაანაწილეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იზოლატორში 12 დღეს, ხოლო ადვოკატი ბექა ბასილაია 13 დღეს გაატარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 6 ადამიანის საქმეზე განაჩენი წუხელ გამოცხადდა, 25 ადამიანის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.

18 ნოემბერს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს.

18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×