სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

      უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    „უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, პოლონეთის რესპუბლიკაში რეადმისიის უკანონოდ აღიარებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ", -ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

    განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. ის დაინიშნა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ. სააკაშვილმა თანამდებობა 2016 წლის შემოდგომაზე დატოვა, ხოლო 2017 წლის 26 ივლისს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×