რეზონანსი
19.11.2019

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა ყოველთვის პოლიტიკურ სპეკულაციებსა და უნდობლობას იწვევს.

„გარკვეული შეკითხვები მაქვს. როდესაც ბაზარზე კვლევების სიმწირეა, მაინტერესებს, რატომ არ იყენებენ, როგორც მართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან პოტენციალს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

პროფესიონალი სოციოლოგები და მკვლევარები გვყავს, რომლებიც კვლევებს აკეთებენ. სანდოობა გაიზრდება, რადგან პარტიული კუთვნილება არ ექნება. საუნივერსიტეტო სამეცნიერო პოტენციალს რატომ არ ვიყენებთ.

საპროტესტო აქციების კვლევები სამი თვის შემდეგ გვექნება, რაც ძალიან დაგვიანებული და დაძველებული იქნება. ოპერატიული სოციოლოგიური კვლევები ქვეყანას აკლია. უპრიანი იქნებოდა, შემდგომში გამოექვეყნებინათ, რადგან ახლა ძალიან მომატებულია პოლიტიკური ტემპერატურა. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს მეტი პოლიტიკური ალღო უნდა გამოეყენებინა, რადგან გუშინ დიდი იყო აგრესია და გაღიზიანება საზოგადოებაში", - აცხადებს გია აბაშიძე.

მისი თქმით, მმართველი პარტია დაზიანდა, როდესაც დაპირება ვერ შესრულდა. მისივე თქმით, პოლიციის მიერ კანონიერი ძალის გამოყენება ყოველთვის ნეგატიურად აღიქმება.

„მმართველ გუნდს მუშაობა მოუწევს ამომრჩეველთან. ხალხს ნუ ვთხოვთ კონსტიტუციონალისტობას, მათი პრობლემაა ჯიბისა და მაცივრის პრობლემა. მეტი მუშაობაა საჭირო. როდესაც ასეთი კვლევა ქვეყნდება, ყოველთვის იკავებს დღის თემას საინფორმაციო გამოშვებებში. არ ვიცი, ეს გადაფარვის მიზნით იყო, თუ ცეცხლზე წყლის დასხმა ან ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო. უპრიანი იქნებოდა, მერე გამოექვეყნებინათ ან მანამდე. დავიჯერო, ამდენი ხანი სჭირდებოდა კვლევების დამუშავებას?" - აღნიშნა გია აბაშიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები გუშინ, დღის ბოლოს გახდა ცნობილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×