სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    „გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულების, მათ შორის მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სასამართლოში რაიმე მტკიცებულების წარდგენას არავითარი აზრი არ აქვს.

    როგორც ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც წინასწარ არის გამოტანილი.

    „წვრილმანი ხულიგნები არიან თვითონ, უკვე მეშვიდედ მასამართლებენ ამ მუხლით. ჩვეულებრივი მასკარადია. ვინმე სერიოზულად უყურებს აქ რაც ხდება? არანაირი მნიშვნელობა არ ექნება რაიმე მტკიცებულების წარდგენას. პოლიციელები მოყვებიან ზღაპრებს, რომ ზურა ჯაფარიძემ და ზუკა ბერძნიშვილმა, თუ სხვამ, როგორ დაიმხეს თავზე ქვეყანა და რა საშინელებები ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, რას მოვუყვებით, მოსამართლე მაინც დაარტყამს ჩაქუჩს და მოგვისჯის იმას, რაც უკვე გადაწყვეტილია. დაკავებულებს შორის არის „გირჩის" რამდენიმე წევრიც. პროტესტის გაჩერება არის შეუძლებელი. ეს ხელისუფლება არის დამთვარებული. ახლა საუბარი არის იმაზე, რომ ეს დამთავრება გავაფორმოთ მშვიდობიანად, ცივილიზებულად, რომ საბოლოო ჯამში ამან არ დააზარალოს ქვეყანა, თორემ ამ ქვეყანას არ უშველის არაფერი" ,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აქციაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით, სულ 37 პირი დააკავა, მათგან ერთი, ზურაბ ჯაფარიძე, გუშინ ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (19.11.2019)
    ზურაბ ჯაფარიძევ, ტყუი საყვარელო, ხელისუფლების დამთავრება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იზეიმე, მანამდე ხალხის გული დამაჯერებლად მოიგე, კ ა რ გ ი კაცური-კაცობის მაგალითი გვაჩვენე, შარვლების ინციდენტის უ ხ ე რ ხ უ ლ ო ბ ა დაგვავიწყე, სიკარგით გამოისყიდე ისიც და სხვა მრავალი ---დარბაისელი ქართველისთვის მიუღებელი ქმედებები. დაგვარწმუნე რომ ღირსი ხარ გამარჯვების, ხმები შემოგივა და თუ აჯობებ ივანიშვილს---მაშინ დაგიდასტურებთ ახლა რომ ჩაგვჩიჩინებ -იმას. აქციების რადიკალიზაციით უფრო მეტად გვაბრაზებთ. დესტაბილიზაციის გამო- ფ ი ნ ა ნ ს უ რ ა დ ვზარალდებით ჩ ვ ე ნ, რაც ძალიან გვაღიზიანებს და თ ქ ვ ე ნ კი ხმებს გაკარგინებთ. წადით სახლებში, დაგვანებეთ თავი!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×