სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

     

    საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები, მას მაინც "ქართული ოცნება" მოიგებს.

    მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა მყარია და მას დაშლა არ ემუქრება.

    "ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ჩვენს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან, რომლებმაც, სამწუხაროდ გააკეთეს განცხადებები უმრავლესობის დატოვების შესახებ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ რაოდენობაზე უნდა ვისაუბროთ - რაოდენობაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა გარანტია იყოს იმისა, რომ ჩვენ მყარ უმრავლესობას შევინარჩუნებთ, არანაირი საფრთხე არ არსებობს, თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანებმა დატოვეს.

    თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ნაჩქარევი, ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ვისაც არ მოგვწონს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ყველამ, რომ დავტოვოთ თანამდებობები და უმრავლესობა, ეს ჩამოშლის უმრავლესობას, რაც ქვეყანაში კარგ პროცესებს არ გამოიწვევს.

    "კონსერვატორებს" უთქვამთ, რომ გააკეთებენ ხვალ განცხადებას. ძალიან სამწუხაროა, თუ კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოგვაკლდა, ასევე მინდა დავუდასტურო მათ უდიდესი პატივისცემა, თუმცა კიდევ გეუბნებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთას არის უმრავლესობაში 104 ადამიანი, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ განცხადებებს, 96 და რაოდენობაზე, ამ ფონზე, ძალიან გთხოვთ, ნუ გვალაპარაკებთ.

    მე მაგალითად, სანამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ვკითხავდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აზრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხავდი აწყობთ თუ არა მათ ვადამდელი არჩევნები. "ქართული ოცნება" განწყობებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს პროპორციული თუ შერეული, საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" მოიგებს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (15.11.2019)
    ეგრე გეგონოს მამუკა! არ გამოფხიზლდე, შენც შენი კოლეგა კობახიძის მსგავსად 90% უმიზნებ თუ 100% ??? მოკლედ ეს ახალგაზრდა ბიჭუნები რამ გადაგრიათ თქვე საწყლებო, შუბლის ძარღვი უკვე დიდიხანია რაც გაწყვეტილი გაქვთ, მაგრამ მთლად ნუ დაჩმორდით სხვა თუ არაფერი სირცხვილია!

    ლინდა   (15.11.2019)
    ეჰ მამუკა, მამუკა! უმრავლესობის ჩამოშლაზე კი ნუ ფიქრობ, ის უკვე დაშლილია, შენს თავზე იფიქრე, ფულს, რომელსაც თქვენი მფარველი თქვენი გაჩუმებისათვის გირიცხავთ, დაუბრუნეთ ამ გაზულუქებულ მევახშეს და საკუთარი თავის მომავლისათვის იფიქრე, ნუ გადაჰყვები ქვეყნის მტრებს, შენ ჯერ კიდევ შეგიძლია საქართველოსთვის კარგი საქმეების კეთება, განსხვავებით გაღორებული ქოცელიტისაგან, რომლების ბიძოს ფეხებს ულოკავენ და ფულის გულისთვის საკუთარ ცოლშვილს ზვარაკად შესწირავენ! გამოფხიზლდი!

    Axpera   (15.11.2019)
    Zombi xar Sven .cavatanem👀👀


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×