რეზონანსი
12.11.2019

(რეზონანსი) "ქართული ოცნების" წევრს, ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. 137 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, 94-მა მხარი დაუჭირა.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს, 12 ნოემბერს მიიღო.

ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს.

ვანო ზარდიაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს გაავრცელა.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, ის "ქართული ოცნების" წევრია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×