სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

      ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ მოვლენებს, რაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას მოჰყვა. თალაკვაძის თქმით, ყველას აქვს უფლება ხელოვნებაში საკუთარი თავი სურვილისამებრ გამოხატოს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-სა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გუშინ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეძლეს.

    „ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ. მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც დაძაბულობის მიუხედავად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ძალადობის პრევენცია შეძლეს. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ძალადობას მიმართეს, რეაგირება იყო მყისიერი.

    ვფიქრობ, დღეს უფრო მეტად მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშრენრეელოვანია, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და სახელმწიფო ამას გააკეთეს,"- განაცხადა თალაკვაძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ.

    „ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა. თუ რა პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამას ქვეყანაში არეგულირებს კანონი და ის ინსტიტუტები, რომელიც ამ კანონის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×