სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2019

    (რეზონანსი) ბორჯომის სოფელ ტაძრისში, 22 წლის გ.ჩ. სოფლის სასაფლაოსთან გარდაცვლილი საკუთარმა ძმამ იპოვა.

    „დილით სასაფლაოზე წასულა, დედისთვის უთქვამს, ახლობლის საფლავზე მივდივარო. რომ არ გამოჩნდა, ძმა წავიდა სასაფლაოზე და ხეზე ჩამოკიდებული იპოვა",- გვითხრეს ტაძრისში.

    მეგობრების თქმით, გ.ჩ. აზარტულ თამაშებს არ თამაშობდა. მომხდარს წინ არც კონფლიქტი უძღოდა. მშობლიურ სოფელში სუიციდის მიზეზის თქმა უჭირთ.

    „თბილისში მეზობელმა წაიყვანა, ერთად მუშაობდნენ მშენებლობაზე. ოჯახისთვის შეშა რომ მოეტანა, ამისთვის ჩამოვიდა რამდენიმე დღით. ძალიან კარგი, ჭკვიანი და მშრომელი ბავშვი დავკარგეთ".

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×