რეზონანსი
20.10.2019

 (რეზონანსი) დედაენის ბაღში, სადაც Tbilisi CannaExpo იმართება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სხვა ანტილიბერალური ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბენ.

On.ge-ის ინფორმაციით, ისინი უმტკიცებდნენ პარტია „გირჩის" წევრებს, რომ „ქართული ოცნების" ინტერესებს ატარებენ, როცა ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციას ითხოვენ.

კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს დაემუქრა: "ძვლებში ხართ დასამტვრევი". პასუხად ჯაფარიძემ მას უთხრა - "სცადე", თუმცა აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ "ამის დროც მოვა".

დედაენის ბაღში ფლიმარკეტი იმართება, სადაც წარმოდგენილია კანაფთან დაკავშირებული პროდუქტები. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

Tbilisi CannaExpo თბილისში პირველად იმართება. შარშან, ამავე დღეს „გირჩმა" კანაფის ფესტივალის გამართვა სცადა, თუმცა ღონისძიება დაკავებების ფონზე, პოლიციის კორდონში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×