რეზონანსი
19.10.2019

  ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 16-სართულიანი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით გამოუსადეგარია საცხოვრებლად.

მისი თქმით, ეტაპობრივად ხდება კორპუსის მცხოვრებლების კორპუსში შეშვება იმისათვის, რომ პირველადი დახმარების ნივთები აიღონ.

ხელაძის თქმით, 77 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

"ამ დროისთვის, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ადამიანების სრულად გამოყვანა მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, ყველა მათგანს ვინც სურვილს გამოთქვამს სასტუმროებში გადავიყვანთ. თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, შემდეგ უკვე ამ ადამიანებს ქირით გავიყვანთ. ძირითადი პრობლემები აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა აფეთქების შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ჩვენ ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ყველანაირ ზარალს, შემდეგ გახდება ცნობილი ვისი მხრიდან იქნება ეს ზარალი ასანაზღაურებელი",- განაცხადა ხელაძემ.

წყარო: IPN

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×