რეზონანსი
18.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს უნივერსიტეტმა ტელეკომპანია მთავარი არხის წილის 2% შეიძინა და კომპანიის საწესდებო კაპიტალში 200 000 დოლარს შეიტანს.

"მთავარი არხის" წილი საქართველოს უნივერსიტეტმა კახა ანჯაფარიძისგან იყიდა 2000 ლარის სანაცვლოდ.

ამჟამად "მთავარი არხის" საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ნიკა გვარმაია ფლობს, კახა ანჯაფარიძე - 42%-ს, საქართველოს უნივერსიტეტი - 2%-ს, გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილი მარი ანა რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა რურუას ძმა, ბიზნესმენი გიორგი რურუა - 2.5%-ს.

შ.პ.ს საქართველოს უნივერსიტეტის წილები შემდეგნაირად ნაწილდება: 12.5% ნიკოლოზ ალასანია, 37.5% გიული ალასანია (მიხეილ სააკაშვილის დედა), 50%-ს კი მანანა სანაძე.

netgazeti

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×