სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

     (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ „სუბარუს" მარკის მანქანას შეეჯახა.

    დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    ექიმების შეფასებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×