რეზონანსი
10.10.2019

  საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გეგმას ახორციელებს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

„ქართული მხარე მცოცავი ოკუპაციისთვის დასავლელი დონორების ფინანსებს იყენებს და ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პირდაპირ, ტოტალურ მოსყიდვას. სწორედ ამას ისახავს მიზნად ქართული მხარის ახალი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, რომლის რეალიზებასაც „ქართული ოცნება" ახდენს,"-ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: იმედი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×