სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.09.2019

    ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის საქ­მე­ზე ახალ დე­ტა­ლები ირკვევა. რო­გორც ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დი ამ­ბობს, ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე მთლი­ა­ნად შიშ­ველ­საც იღებ­დნენ, პრო­ცესს კი ხში­რად დე­დაც ეს­წრე­ბო­და. ამას­თან, ბავ­შვს აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ამის შე­სა­ხებ არც მა­მას­თან და არც სხვა ახ­ლობ­ლებ­თან ესა­უბ­რა.

    დე­დას მო­ზარ­დი შვი­ლი სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში, დი­დუ­ბე­ში ჩა­მოჰ­ყავ­და, შემ­დეგ კი დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რი­დან ბავ­შვის­თვის უც­ნობ მა­მა­კაცს ისი­ნი ფო­ტო­სე­სი­ა­ზე მიჰ­ყავ­და. ის ფო­ტო­სე­სი­ა­ზე სხვა არას­რულ­წლოვ­ნებ­საც ხვდე­ბო­და, ბევ­რი - მისი თა­ნა­ტო­ლი და მე­გო­ბა­რიც იყო. ფო­ტო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ დედა თან­ხას იღებ­და. ბავ­შვის ბე­ბია ამ­ბობს, რომ მან მხო­ლოდ გო­გო­ნას ის ფო­ტო­ე­ბი ნახა, სა­დაც ლა­მაზ კა­ბა­ში პო­ზი­რებს. რძალ­მა მას აუხ­სნა, რომ გო­გო­ნას ფო­ტო­ებს უცხო­უ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვი­სა და ქუ­ჩის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის­თვის იღებ­დნენ. ბე­ბი­ამ რამ­დე­ნი­მე ფოტო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა, თუმ­ცა რძალ­მა ის სას­წრა­ფოდ წა­აშ­ლე­ვი­ნა. მისი თქმით, შვი­ლიშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8-9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

    „ფო­ტო­ებს კა­ბებ­ში მი­ღებ­დნენ, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­შიც და მერე ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ტან­საც­მლის გა­რე­შეც და­ი­წყეს. შიშ­ველ­საც მი­ღებ­დნენ ფო­ტო­ებ­საც და ვი­დე­ო­საც. დე­და­ჩე­მი ზოგ­ჯერ ამ გა­და­ღე­ბას ეს­წრე­ბო­და, მამა - არას­დროს დას­წრე­ბია ჩემს ფო­ტო­სე­სი­ას. მაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ეს არა­ვის­თვის მეთ­ქვა, დე­დაც მაფრ­თხი­ლებ­და. ში­შით არ მე­ში­ნო­და იმი­ტომ, რომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო,“ - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნამ „ახალ კვი­რას­თან“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (23.09.2019)
    ეს სამწუხარო რეალობაა! დედას, რომელიც ფულის გულისთვის მსგავს საქციელზე მიდის, უნდა ჩამოერთვას დედობა და რაც მთავარია სასჯელი მოიხადოს. ასეთი გახრწნილები, საკუთარი შვილები ამ დონემდე, რომ მიჰყავთ სათანადოდ უნდა დაისაჯონ! შხამად უნდა შეერგოთ ამ სულიერად გახრწნილ ადამიანებს ბავშვების გაუბედურებაში აღებული ფული. წყეულიმც იყვნენ!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×