რეზონანსი
19.09.2019

 

(რეზონანსი) რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხვირის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის სენაკელი მარიამ სალაყაიას საქმრომ, ირაკლიმ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ფაქტს სალაყაიების ოჯახის ახლობელი ადასტურებს.

"მარიამს და ირაკლის ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. იანვარში დაქორწინებას გეგმავდნენ, მარიამის მშობლები რომ ჩამოვიდოდნენ რუსეთიდან.

იმ საღამოს ნარკოზიდან, რომ ვერ გამოვიდა მარიამი, ირაკლიმ ორივე ხელზე თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა ბინტით აქვს შეხვეული. დღეს სამძიმარზე იყო მარიამის სახლში. მარიამის მშობლებიც ჩამოვიდნენ რუსეთიდან. ერთი წელია დედას არ ჰყავდა ნანახი, მამას კი 7 თვე. საცოდაობაა რაც იქ ხდება. მამა ქალივით მოსთქვამს...",- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და დროებით თბილისში დასთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

"ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ", – აცხადებს გარდაცვლილის მამიდა ნანა სალაყაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×