სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

    (რეზონანსი) თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი, ჟურნალისტ გიორგი კალანდიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    "8 სექტემბერს საღამოს ეთერში გადაიცა გიორგი კალანდიას ე.წ. დოკუმენტური ფილმი "დახვრეტილი საქართველო". ვსაუბრობ, "მხედრიონის" სახელით, ჩვენ ვალდებულები ვართ, პასუხი გავცეთ ამ პასკვილს, ცილისწამებას, რომელზეც იყო აგებული ეს ე.წ. დოკუმენტური ფილმი. ფილმი ეხება ძალინ მძიმე, სამოქალაქო ომის ავბედით ისტორიას, 2 თებერვლის მიტინგის დახვრეტას. ფილმში მეორე მხარის ჩართულობის გარეშე, მტკიცებით ფორმაში ავტორი საუბრობს იმაზე, რომ მიტინგი დაიხვრიტა მხედრიონელების მიერ. ფილმი-ცილისწამება ხელს უწყობს იმ მოუშუშებელი იარების გაღრმავებას, რაც სამოქალაქო ომს ახლავს თან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს მიტინგი არანაირი კავშირში არ იყო მხედრიონთან. არც ერთი ადამიანი, ვისი სახეებიც აჩვენეს, რომლებსაც ხელში იარაღი ეჭირათ და ისროდნენ, არ იყო მხედრიონელი. საქართველოში ტენდენციად დამკვდრდა , რომ ყველა უბედურება უნდა დააბრალონ "მხედრიონს".

    ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ ვამხილოთ ბატონი კალანდია, რომელიც სიცრუეს ამტკიცებს. მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ასევე გადავწყვიტეთ ავიყვანოთ ადვოკატი, სასამართლოს მივმართოთ, სადაც ბატონი კალანდია ვალდებული გახდება დაამტკიცოს ის, რაზეც ააგო ფილმი"- განაცხადა გუგეშაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    დოდოშკას   (21.09.2019)
    მოეშვი ჯალაი მხედრიონელების "გაპრავებას"

    ნანი   (20.09.2019)
    Mezizgeba jaba tavisi mxedrionelebit imas ra unda didubis panteonshi imis suli adzagldes

    რეზო   (20.09.2019)
    ჯერ ერთი მხედრიონელი რომ ხარ მაგის მერე როგორ უნდა ამოიღო ხმა ისინი რომ საერთოდ არავინ არ იყვნენ.არ გიტყდება საკუთარი თავის? და მეორე ჩვენი ერის სირცხვილია ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონში რომ ,,განისვენებს".

    111   (19.09.2019)
    "ბრძანება" ქექნებათ ალბათ განთავისუფლებული არიან სამსახურიდან, ჯაბას ხელის მოწერით. სამარცხვინოა !


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×