რეზონანსი
18.09.2019

 საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვებთან ერთად ძებნილი პირიც შეიწყალა, რომელსაც საპატიმროში ერთი დღეც არ გაუტარებია. ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმც, თეა წულუკიანს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ საუბარია ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორზე.

გ.გ.-ს საბიუჯეტო თანხის მითვისებას ედავებოდნენ. მისმა კომპანიამ წინა ხელისუფლების დროს ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტროს სარეკონსტრუქციო სამუშაობი, სადაც გარკვეული დარღვევები გამოვლინდა.

მას ბრალი დაახლოებით 140 000 ლარის მითვისების ბრალდებით წარუდგინეს და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანა, თუმცა ამ დროისთვის გ.გ უკვე მიმალვაში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×