სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს პარლამენტის აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა. ვიცე-სპიკერმა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, თუმცა ჩაკითხვებზე გაღიზიანდა. მოგვიანებით კი, ჟურნალისტს უთხრა, რომ ეჩქარებოდა, ის კი აყოვნებდა. 

    ,,თქვენ დევნას თუ არ დაანებებთ თავს, აი ამ გამოდევნებას, მე გეუბნებით თქვენ, ვითხოვ რომ აკრედიტაცია შეგიჩერონ. რა არის ეს გამოკიდება....მეჩქარება უნდა დავჯდე, თავმჯდომარე უნდა ვიყო, საკითხები მაქვს მოსამზადებელი. რატომ მაბრალებთ? შეკითხვებზე როგორ არ გპასუხობთ, თქვენ გპასუხობთ თუ გპასუხობთ. დამიძახებთ, სადაც მეტყვით მოვრბივარ. აი თუნდაც ახლა, მე გესაუბრებით - თითქოს ჯინაზე მიღებთ, თითქოს გავიქეცი. არ არის წესი ასე. გამოვალ და მერე გიპასუხებთ", - უთხრა ჟურნალისტს დეპუტატმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×