რეზონანსი
22.08.2019

  ტელეკომპანია „რუსთავი 2" მარინა ბერიძემაც დატოვა. ის გადაცემა მასტერკლასის მუსიკალური პროდიუსერი და ჟიურის წევრი, მხოლოდ ქართულის ჟიურის წევრი და სხვა შუადღეში მუსიკალური რუბრიკის ხელმძღვანელი იყო. მანამდე ის ამავე ტელევიზიაში სხვა გადაცემებსაც ხელმძღვანელობდა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა 20 აგვისტოს პაატა სალიას ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

მელაძის გარდა გათავისუფლდნენ არხის წამყვანი სახეები.

იმავე საღამოს, არხის მთავარმა ტელეწამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი2 პირდაპირ ეთერში დატოვეს. აგრეთვე არხი დატოვა p.s -ის გუნდმა და შაბათის შუადღის წამყვანებმა.

ნიკა გვარამია „რუსთავი2"-დან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახალ არხზე ელოდება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×