სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

      „ფარისევლობის კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით არის ერთგვარი პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნილი"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საოკუპაციო ზოლთან არსებყული ვიტარებაზე საუბრისას.

    მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არავისზე ნაკლებად არ ადარდებთ თითოეული მოქალაქის ბედი, რომელიც უკანონოდ დააკავეს.

    თალაკვაძე ოპონენტებზე საუბრისას ამბობს, რომ მათ სურთ ომი:

    „ისინი არიან დაკავებული თავის სახელმწიფოს და თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით და აქ არიან ის ადამიანებიც, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიძლიეროს. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები, პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, დესტაბილიზაცია და რომლებსაც სურთ, რომ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამით იხეირონ", - განაცხადა თალაკვაძემ.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (19.08.2019)
    ვერ გავიგე, თქვენისთანები ოპოზიციაში, რომ ეგდეთ, ქუჩა აწიოკებული გქონდათ და ქუჩა სახლად გაიხადეთ. ყოველ წვრილმანს წივილ-კივილით აპროტესტებდით. მიშას, სტუმრებთან ერთად კაფეში შესვლასაც ლოზუნგებით გამოხატავდით. დღეს თითოეული თქვენგანი ასი ათასობით ხარჯავთ რესტორნებში, ეს მოსულა ხომ? თქვე უჯიშოებო, თურმე დღეს ოპოზიციამ ისიც არ უნდა დააფიქსიროს, რომ 8 ადამიანია მოტაცებული??? თალაკ, ბნელა ამ მზიან დღეს, გამაგებინე რა???


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×