რეზონანსი
18.08.2019

 გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეჰოფერმა გამოცემა Bild am Sonntag-თან საუბარში ის მიზეზები დაასახელა, თუ რა შემთხვევაში მოეხსნებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსი.

ზეჰოფერის თქმით, დეპორტაცია შეიძლება შეეხოთ ლტოლვილებს სირიიდან, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან. 

„იმ სირიელ ლტოლვილს, რომელიც გერმანიაში იმყოფება და შვებულებას სირიაში ატარებს, არ აქვს მიზეზი ამტკიცოს, თითქოს საკუთარ ქვეყანაში ავიწროებენ. ამ შემთხვევაში მას ლტოლვილის სტატუსი ჩამოერთმევა“, - განაცხადა ჰორსტ ზეჰოფერმა. 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ ამოქმედდება ეს მექანიზმი ლტოლვილის სტატუსის მქონე იმ პირებზე, რომლებიც თავის ქვეყანაში ჩადიან, თუმცა აცხადებენ, რომ იქ ავიწროებენ და გერმანიას თავშესაფარს სთხოვენ. 

გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გერმანიაში სირიიდან ლტოლვილების რაოდენობამ 780 ათასი შეადგინა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×