სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში არის მოთავსებული. ინფორმაცია ამის შესახებ საოკუპაციო ძალებმა ცხელი ხაზის საშუალებით გაავრცელეს. 17 აგვისტოს საღამოს 7 ადგილობრივი საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფ სასაფლაოზე იმყოფებოდა. შემდეგ მათ გადაწყვიტეს, მოელოცათ ტაძარი, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს. დაკავებულთა დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    ადგილობრივების განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ოკუპანტების გადაადგილება საკმაოდ ხშირია, თუმცა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი არც ერთი ბანერი არაა დამონტაჟებული.

    „დაახლოებით 19:00 საათისთვის ოკუპირებული სოფლის აძვისთავის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 7 მოქალაქე. ეს ინფორმაცია მყისიერად მივაწოდეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გავააქტიურეთ ცხელი ხაზი. არსებული ინფორმაციით, საქართველოს 7 მოქალაქე ოკუპაციის ხაზს მიღმა დააკავეს“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×