რეზონანსი
17.08.2019

  გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის მოსახლეობის ნაწილი, წყალს ყიდულობს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამ თვეზე მეტია, ზოგიერთ უბანში, წყალი საერთოდ არ ყოფილა. ველისციხელები ამბობენ, რომ ერთი ტონა წყალი, სოფელში 15 ლარად იყიდება.

„ჩვენთან სამ თვეზე მეტია, არ მოდის. ზოგიერთ უბანში ორ- სამ დღეში ერთხელ გაუშვებენ. ვისაც შესაძლებლობა გვაქვს ცისტერნით მოგვაქვს, ვისაც არა, ის ყიდულობს"- თქვა ველისციხის მკვიდრმა მაია ოქუაშვილმა.

გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, წყლის ინფრასტრუქტურა სოფელში, გამართულია.

„წყლის დეფიციტის მიზეზი, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა არ არის, გვალვის ბრალია, თორემ ველისციხეში ორი ჭაბურღილი გავაკეთეთ, მესამე უკვე დავაპროექტეთ", - თქვა ბერიძიშვილმა.

გასაყიდი წყალი, ველისციხეში, მეზობელი სოფლებიდან შედის.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×