სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

      საქართველოში შესაძლოა ფასიანი გზების სისტემა შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება იგეგმება.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ფასიან გზებთან დაკავშირებით კვლევის ჩატარების შემდეგ განისაზღვრება მონაკვეთები, სადაც მძღოლებს საფასურის გადახდა მოუწევთ.

    „ფასიან გზებთან დაკავშირებით, რომელიც არის წარმატებული ქვეყნების გავრცელებული პრაქტიკა, ვმუშაობთ ამჟამად შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად, რომელიც გაგვცემს პასუხს, თუ რომელ მონაკვეთზე, რამდენი, როგორ, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე და შემდეგ მთლიანად მაგისტრალზე, მოხდეს ამის განვითარება."- განაცხადა ქარსელაძემ.

    ფასიან გზაზე გადაადგილების დროს, მძღოლებმა გარკვეულ ადგილებზე ავტომანქანა უნდა გააჩერონ და გზის გასაგრძელებლად ფიქსირებული თანხა გადაიხადონ. არსებობს გადახდის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ელექტრონულიც. მსოფლიოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საფასური, რომელიც გზატკეცილებზეა დაწესებული, ახალი გზების მშენებლობის, არსებული გზის მოვლა-პატრონობის ან მის ასაშენებლად დახარჯული თანხების დასაფარად გამოიყენება.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    duche   (15.08.2019)
    ამათ მე ვატყობ მალე ეს მშიერი და გაღატაკებული საწყალი ხალხი მოუტყანვს ოჯახების დედის მუტელს.

    გოჩა   (14.08.2019)
    ჯერ ქვეყანა დადგეს ფეხზე მერე უნდა შემოიღოთ ამდენი უმუშევარი ამდენი გაღატაკებული და ამდენი რომელიც არაფრისთვის ღებულობს ასი ათასობით ლარს. იმიტომ რომ პარლამეტარი არის და მარტო მაგი არა ბგაღატაკებული რეგიონები და რომელ ფასიან გზაზე ლაპარაკობთ ფასი უცხო ქვეყნიდან შემოსულ ატომობილებს აართვით მაგიიქნება სწორი როცა შემოდიან საზღვარზე ....

    მძღოლი   (14.08.2019)
    წარმატებული ქვეყნების სიაში სქართველოც არის თუ აწი უნდა შევიდეთ რომ ეგ საგზაო გადასახადი დააწესოთ

    nika   (14.08.2019)
    haerzec mricxvels dagviyeneben male


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×