რეზონანსი
14.08.2019

 შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას - ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.  მისი თქმით, “რუსთავი 2”-ს ბიუჯეტის ვალი აქვს. რის გამო, ის გეგმავს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან

“აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს საუბარი უნდა შედგეს. არც ისე დიდი დროა გასული, რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ.“ -განაცხადა სალიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×