სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას პასუხობს და წერს, რომ ის, რაც დღეს ზარდიაშვილმა თქვა, ადასტურებს, რომ მასზე, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსზე, მმართველი პარტია უკანონო მიყურადებას და მოსმენას ახორციელებს. მელაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს:

    „დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც კურიერისთვის მომზადდა, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

    ამ ინტერვიუთი დგინდება.

    1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

    2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

    3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

    მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი", - წერს მელაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გიორგი   (23.07.2019)
    ვის რა სირად უნდიხარ.

    kako   (23.07.2019)
    dagakare mexi nodariko,


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×