სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი გასული იყო დაშვებული კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას.

    "ეს ვერდიქტი არის პოზიტიური, თუმცა ვერდიქტი კონკრეტულად, პიროვნულად ნიკა გვარამიას წინააღმდეგაა და ამას მე არ ვამბობ უსაფუძვლოდ. არის ისეთი პარაგრაფები, აბზაცები ამ გადაწყვეტილებაში, როგორიც არის 175-ე, შემდეგ უკვე 300-ის შემდეგ პარაგრაფები, თქვენ თუ ჩახედავთ, მას ეძღვნება პიროვნულად, განხილულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისი ჩართვები, პრესკონფერენციები და გამონათქვამები და შეფაებულია. მაგალითად, ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა ზონდერმოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, გოიმი, მანქურთი, მანტიაში გახვეული, მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო, მონა, ჯიბის მოსამართლე და ა.შ. ეს ყველაფერი არის დაწვრილებით განხილული და დასკვნა არის გაკეთებული, 

    პირდაპირ წერია, რომ ეს ადამიანი, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი გასული იყო დაშვებული კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას", - განაცხდა წულუკიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×