რეზონანსი
11.07.2019

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება.

12-13 ივლისი საქართველოში წვიმიანი იქნება.

„მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც. ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

ზღვაზე კი იქნება 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება", - აცხადებენ სააგენტოში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×