სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.06.2019

     საქართველოს საპატრიარქო რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

    "მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე.

    დღეს, პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა. სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა.

    საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. ამასთან, მოუწოდებენ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (21.06.2019)
    მნიშვნელობა არა აქვს ვის სავარძელში ჩაჯდება,სკამი სკამია,მთავარია რატომ მივიდა იმ სკამამდე,საერთოდ არ შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე.

    პეტრე   (21.06.2019)
    უფრო დიდი გონიერება და სიკეთე თავიდანვე, რომ გამოგეჩინათ და არ დაგეშვათ რუსი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასკუპება, უკეთესი შედეგების მომტანი იქნებოდა...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved