სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.06.2019

     პარრლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. მან საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    „საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ძალიან დიდი დანაშაული იყო, რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი, თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე ღია აგრესია.

    კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი.

    ახლა გადახედეთ და ნახეთ, ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. 

    და ბოლოს, სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!

    დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე, წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ", - წერს ზურაბიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (21.06.2019)
    ლინდა არის არარაობა,არაქალი,არაკაცი,ეს დიდი ხანია მოჩანს მისი ღვარძლიანი კომენტარებიდან,ნაყიდი მონა და ტროლი,გემკურნალა კარგი იყო,რასაც ხშირად გთავაზობდნენ,მაგრამ გიჟი როდის ამბობს გიჟი ვარო,,ჰოდა წერე მაშინ შენი ბინძური კომენტარები,ეგებ ქართველი არა ხარ და ამიტომაც ტროლავ?გაქრი საერთოდ ან თავშეკავებული კომენტარებით გამოჩნდი,თორემ ადმინისტრაციას მივმართავთ დაგაჯარიმოთ,არაა ლამაზი პრეზიდენტს,ისიც ქ-ნს უწოდო ამორალური,როდესაც შენ უარესი ხარ

    ლინდა   (21.06.2019)
    ია რა დამპალი სულის ქალი თუ ვირთხა ხარ. ეტყობა იმდნად ტვინდახშული ხარ, რომ ადექვატური განცხადება რა არის ვერ ათვითცნობიერებ. ასე რამ დაგაჩლუნგათ თქვე შმორებო, ასე როგორ ვერ აზროვნებთ თქვე უჯიშოებო, რომ თეთრი შავისაგან ვერ გაგირჩევიათ! შე საცოდავო მედეავ, შეიძლება ასეთი აზროვნება? მტერს რაც უფრო გაუწვები, მით უფრო ღრმად შ..., ნუთუ ამას ვერ ათვითცნობიერებ? შენისთანა ტვინდახშულებს ალბათ რუსთაველიც არ წაუკითხავს :" შიში ვერ იხსნის სიკვდილსა" - არ გაგიგია შე საცოდავო ქალუკავ???

    მედეა   (21.06.2019)
    ლინდა, თუ ღმერთი გწამს, "გიყვარდეს მტერი შენი". რა გიხარია, 35 კილომეტრში რუსის ჯარი დგას, აქამდე 10 წუთი უნდა, შერცხვება რამესი, არ იკადრებს შემოგელვებას, თუ რა?! გიშველის რამე? ასე მტრულად მოექცე შენს ქვეყანას 30 წლის განმავლობაში--ესაა ჭკუა და სამშობლოს სიყვარული?!

    ია   (21.06.2019)
    საოცარია ასეთი ადეკვატური განცხადება.

    ლინდა   (21.06.2019)
    გათახსირებულო ქალო, შეგეშინდა შე ვირიშვილო [რეზიდენტობის დაკარგვის? მალე დადგება შენი იმპიჩმენტის დრო, ყოვლად უზნეო და ამორალურო.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved