სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწოდებას გამოეხმაურა.

    "დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას,"- წერს კვიციანი ფეისბუქზე.

    ლევან ვასაძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მეორე დღეს ვიდეომიმართვა, გაავრცელა, რომელშიც ბიზნესმენი მოუწოდებს "ქუდზე კაცებს", რომ 16 ივნისს შეიკრიბონ.

    "ვთხოვ ქალბატონებსა და ბავშვებს, ვერავის ვერ აუკრძალავ იქ მოსვლას, მარამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, დარჩით სახლში. მე ვეძახი კაცებს", -ამბობს ის.

    14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც, სადაც მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

    პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×