სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2019

     ისრაელში, საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაცია, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ. ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება.

    ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პატიმრობას გადაურჩნენ სპეცოპერაციის ადგილიდან კადრებს ავრცელებენ. სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავეს. მათი თქმით, პრობლემები მხოლოდ ქართველებს ექმნებათ.

    „შუაღამისას შევარდნები, სამსახურებში შევარდნები. უკრაინელები, რუსები გაატარეს, ქართველები დაიჭირეს 30 კაცი. ახლაც რეკავენ ქუჩაში დააკავეს ბიჭები,“ - ამბობს ემიგრანტი.

    მათი თქმით, დაკავებული ქართველების დეპორტაცია არ ხდება. ემიგრანტები სადეპორტაციო სამსახურის ნაცვლად ციხეებში გადაჰყავთ, სადაც რთული პირობებია და შესაძლებელია იქ დარჩენა თვეები მოუწიოთ.

    ქართველი ემიგრანტების განცხადებით, საქართველოს საელჩო ისრაელში, დაკავებაზე რეაგირებას არ ახდენს. ემიგრანტები ამბობენ, რომ ამ დაკავებების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

    "გადაჰყავთ ციხეში, ჰყავთ ციხეში, წყალი არაა, ერთ ბოთლს თუ მოგიტანენ, ერთი ბუტერბროტია და მშივრები არიან. საელჩოსთან დაკავშირებას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი რეაგირებას არ გააკეთებს და მეორეც საელჩო იმას გეტყვის, რომ  არალეგალი რომ ხარ ხომ იცი ასე იქნებოდაო,“-ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

    რუსთავი 2

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved