სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

    ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,წითელი ბარათი კორუფცია’’-ს ხელმძღვანელი ლაშა თხილაიშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიზანია კორუფიის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა, ქვეყანაში იმგვარი კანონმდებლობის თუ რეგულაციის რეალურად ამოქმედება, რაც ნიადაგს გამოაცლის სახელმწიფო თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. თხილაიშვილი მიიჩნევს, ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფრხვრელად  შესაბამისი პოლიტიკური ნება არ არსებობს და ეს როგორც გასული წლის საპრეზიდენტო, ისე 19 მაისს გამართული შუალედური არჩევნების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

    მისი თქმით,  იმისათვის, რომ მოხდეს   კორუფციული ფაქტების გამოვლენა და მხილება, აუცილებელია კორუფციაზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება, რაც მხოლოდ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი. დღევანდელ ვითარებაში კი, როცა კორუფციული ფაქტების მიმართ ჩვენი საზოგადოება არასაკმარისად კრიტიკულია, საეჭვო გარიგებები სულ უფრო ხშირი და რუტინული ხდება. ორგანიზაცია უახლოეს მომავალში აპირებს ამ მხრივ აქტიურ მუშაობას და კორუფციული ფაქტების საზოგადოებისათვის წარდგენას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved